მიქაუტაძემ კი ამ სეზონში მეათე გოლის გატანა მოახერხა. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაზლო ბოლონიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"მიქაუტაძე? - ის კილიან მბაპე არ არის, მაგრამ ის ჩვენი, მეცის, მბაპეა. აიაქსში გატარებული რთული პერიოდის შემდეგ, ის ისევ ბედნიერია. როდესაც გუნდში ასეთი გოლეადორი გყავს, საქმეები კარგად მიდის.
ლე ავრისთან რთული მატჩი გვქონდა, ტაქტიკურად არც ისე კარგად წარმოვაჩინეთ თავი, მაგრამ მთავარი შედეგია, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. საბოლოო ჯამში, სოლიდური მატჩი გვქონდა. მომდევნო მატჩებს ოპტიმისტურად ვუყურებ, ჩემი ბიჭების მჯერა."










