აუცილებლად წამსვლელთა სიაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელია: შარლე დე კეტელარე, ალექსის სალმაკერსი, დივოკ ორიგი, მარკო ლაზეტიჩი, ფოდე ბალო-ტურე, დევის ვასკესი, დანიელ მადლინი, მარკო პელეგრინო, ლუკა რომერო, ლორენცო კოლომბო, სიმონ კიაერი, მატია კალდარა, ოლივიე ჟირუ და ანტონიო მირანტე - ეს ფეხბურთელები მილანს 100% დაემშვიდობებიან.
რაც შეეხება "დიდი სამეულს": რაფაელ ლეაოს, ტეო ერნანდესსა და მაიკ მენიოს, მილანში ამ ფეხბურთელების შენარჩუნება სურთ, თუმცა მათ სანაცვლოდ კლუბი კარგ შემოთავაზებას თუ მიიღებს, დიდი შანსია, ამ სამეულიდან რომელიმეს გაყიდვა გადაწყდეს.
რაფა ლეაო - პორტუგალიელს კლუბში დარჩენის ყველაზე დიდი შანსი აქვს, რადგან კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €175 მილიონი უწერია. ამას ისიც ემატება, რომ რაფას მილანის დატოვება არ სურს.
მაიკ მენიო - ფრანგ მეკარეს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, მისი სატრანსფერო ფასი კი €60 მილიონია. ფეხბურთელს მილანში დარჩენა სურს, თუმცა მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. მილანს მენიოს სანაცვლოდ შეთავაზება ჯერ არ მიუღია, თუმცა წინ 3 თვეა და შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს.
ტეო ერნანდესი - ამ სამეულიდან, 26 წლის ფრანგის წასვლის შანსი, ყველაზე დიდია, რადგან მას ისეთი კლუბები აკვირდებიან, როგორებიც არის: ბაიერნი, მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი. ევრო 2024-ის შემდეგ კი მოსალოდნელია, სხვა ტოპ კლუბების გააქტიურებაც. მილანი ფეხბურთელს, მინიმუმ, €80 მილიონად აფასებს. ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წელს ეწურება და მხარეებს ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი, ამ დრომდე არ დაუწყიათ. 26 წლის ფეხბურთელი, რომ ახალ გამოწვევას ეძებს, ამაზე მასთან დაახლოებული წყაროები უკვე ბევრს საუბრობენ.









