23 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეშიWorld Boxing Promotion ორგანიზებით, პროფესიონალური კრივის ღონისძიება გაიმართება.
ივენთზე მთავარ ბრძოლაში (სუპერ საშუალო წონა)ირაკლი მელიქიშვილი ირანელი მეჰდი შაბრაზის წინააღმდეგ IBA-ის ჩემპიონის ქამრისათვის. გულშემატკივარს ათრაუნდიანი ბრძოლა ელის.
მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს გამართავენ გივი თოდუა, თეონა ფიროსმანაშვილი, ლაშა კერესელიძე, გიორგი გიგნიაშვილი და ჯონი ჭკადუა.
სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოდის ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი, რომელმაც ვიდეომიმართვა გაავრცელა:
"23 მაისს World Boxing Promotion-ის დიდ ღონისძიებაზე ჩამოვდივარ.დაუვიწყარი საღამო გველოდება და თქვენთვის სიურპრიზიც მომაქვს.მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას."









