ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი თბილისშია. 23 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, პროფესიონალური კრივის კავშირისა და World Boxing Promotion-ისორგანიზებით გაიმართება მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლები პროფესიონალურ კრივში.
რამდენიმე წუთის წინ, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა და სპორტსმენმა წონა ჩააბარეს.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს როი ჯონსმა და ვეტერანმა ქართველმა მოკრივემ, პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი კანდელაკმა უპასუხეს.
როი ჯონსმა ღონისძიების მნიშვენლობის შესახებ ისუაბრა და ახალგაზრდა მოკრივეებს გამოცდილება გაუზიარა:
"საქართველოში მეორედ ვარ, მიხარია აქ ყოფნა. მადლობა გიორგი კანდელაკს მოწევისთვის, ძალიან ბედნიერი ვარ აქ რომ დავბრუნდი. ბატონი გიორგი ასეთი შეჯიბრების ჩატარებით, დიდ საქმეს აკეთებს, მნიშვნელოვანიa საქართველოში საბრძოლო სახეობები და ამ მიმართულების სპორტსმენებისთვის მოტივაციის მიცემა.ახალგაზრდა მოკრივეებს გეტყვით, რომ არასდროს დანებდეთ არაფერმა არ შეგაშინოთ. კარიერაში ბევრი სირთულე გექნებათ. ტრავმებმა არ უნდა შეგაშინოთ, მე როცა თავზე დაზიანება მივიღე ამან პირიქით, გამაძლიერა."
ლეგენდარულმა მოკრივემ ასევეLagazzetta.ge-ის კითხვას უპასუხა ქართველი UFC მებრძოლების შესახებ.
ხვალ ქართველი მოკრივეები - ლაშა კერესელიძე, ჯონი ჭკადუა, გივი თოდუა, გიორგი გიგნიაშვილი და თეო ფიროსმანაშვილი უცხოელ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან.
ღონისძიების მთავარ ბრძოლას გამართავს ირაკლი მელიქიშვილი, რომელიც შეეცდება IBA-ის მსოფლიო ქამრის დაუფლებას, აღნიშნული ქამარი ქართული კრივის ისტორიაში ჩვენ ქვეყანაში პირველად ჩამოიტანეს.
სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა როი ჯონსი, რომელიც საღამოს გახსნის თავისი ცნობილი სიმღერით- Can’t be Touched. ივენთზე ასევე იმღერებს ჯგუფი New One (თიკა ბალანჩინი).
ღონისძიება 19:00 საათზე ბენდ New One -ის რეპერტუარით დაიწყება.მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლები პროფესიონალურ კრივში კი 21:00 საათიდან აიღებს სტარტს.









