საქმე ისაა, რომ მერსისაიდულ კლუბში არსებობს წესი - 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელები ხანგრძლივ და სარფიან კონტრაქტებს არ იღებენ. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "წითლების" ფორვარდი ხელფასის გაზრდას ითხოვდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში და ბოლოს მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ.
"სქაუზერების" მე-11 ნომერს არ მოუმატებენ ანაზღაურებას, თუმცა არც დაუკლებენ. მას ექნება იგივე ხელფასი და კლუბში ის კიდევ ორი წლით დარჩება. რაც შეეხება ენფილდის ბინადრების კაპიტანს, ანალოგიურად 2-წლიანი ხელშეკრულება, მაგრამ პრესაში ვარაუდობენ, რომ ასაკის გათვალისწინებით, მას ამჟამინდელთან შედარებით ნაკლები ანაზღაურება ექნება.
არნე სლოტის გუნდის ოთხიანის ხელფასი კვირაში 220 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მის სახელს უკავშირებდნენ მიუნხენის ბაიერნსა და პარის სენ-ჟერმენს, მაგრამ 33 წლის უკანახაზელის პრიორიტეტი ყოველთვის ლივერპულში დარჩენა იყო.











