მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური და სახალისო იყო, თამაშის დაწყებისთანავე ფეხბურთელებს ეტყბოდათ, რომ მოედანზე მოსაგებად იყვნენ გასულები.
პირველ ნახევარში სახიფათო მომენტი ორივე გუნდის კართან შეიქმნა, ლეგენდარულმა ლუიშ ფიგუმ ძველი დრო გაიხსენა და უზუსტესი დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში უპირატესობას ინტერი ფლობდა, რაც შედეგზეც აისახა - ფიგუ გავიდა, დაისვენა, შემოვიდა და დუბლი შეასრულა.
საბოლოოდ, ინტერის ლეგენდებმა ქართველები 2:0 დაამარცხეს. გულშემატკივარმა კი საყვარელი მოთამაშეებისგან კარგი ფეხბურთი იხილა.
როგორც ცნობილია, მომავალში კვლავ იგეგმები საქართველოში სხვა დიდი კლუბის ლეგენდების ჩამოსვლა.
ფოტო (c) პირველი არხი
ფოტო (c) პირველი არხი









