სამწუხარო ამბავი შეემთხვა საბა გოგლიჩიძეს, რომელმაც ლეჩესთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს მოედნის დატოვება 61-ე წუთზე მოუწია. ქართველი უკანახაზელი გასვლისას ხელს იკიდებდა ბარძაყის კუნთზე, მისი ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება მატჩის შედეგს, ემპოლიმ ითამაშა ფრე, 1:1.
საქართველოს ნაკრებში დაბრუნებულმა ნიკა კვეკვესკირმა ნირეჰაზასთან ერთად, ილია ბერიაშვილის ბუდაპეშტი დაამარცხა. ვეტერანმა ნახევარმცველმა მოედანზე 83 წუთი გაატარა. საინტერესო მატჩი ჰქონდა გიორგი კვერნაძის ფროზინონესაც, რომლის მეტოქე პალერმო იყო. თამაში დასრულდა ფრედ, ახალგაზრდა ფორვარდმა კი მოედანზე 81 წუთი დაჰყო.











