LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, თბილისურმა კლუბმა კიდევ ერთი ფეხბურთელი - დორასო კლასი მოიყვანა, რომელიც წარმოშობით სურინამელია და კარიერის ძირითადი ნაწილი ნიდერლანდებში გაატარა, დენ ბოსხში და დენ ჰააგში.
ჩვენივე ცნობით, 23 წლის ნახევარმცველი თბილისში დღეს ჩამოვა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
დორასო კლასი სურინამის ნაკრების წევრია და ეროვნულ ნაკრებში 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.










