"ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონობაა - მეორე ადგილი არ მაკმაყოფილებს და მე მხოლოდ გამარჯვებებით ვარ ბედნიერი" - განაცხადა მონეგასკმა პილოტმა.
ფერარიში 2025 წლიდან დიდი ცვლილება იქნება - კარლოს საინსს 7-გზის ჩემპიონი, ლუის ჰემილტონი შეცვლის. აღნიშნული კომენტარით კი ლეკლერმა მინიშნება გააკეთა, რომ მეორე ნომრობით კმაყოფილი არ იქნება და მხოლოდ ჩემპიონობისთვის სურს ბრძოლა.
ახალი სეზონისთვის ფერარი აქტიურად აგრძელებს მზადებას და 13 თებერვალს ახალ ბოლიდს ოფიციალურად წარადგენს.









