ლონდონის ჩელსის კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. საინტერესოა, რომ ქართველ ვინგერს პარის სენ-ჟერმენის მაისურით ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე დაუგროვდა 9 ბურთი, რითაც ის შევიდა დედაქალაქელთა 10 საუკეთესო გოლეადორს შორის.
ნაპოლის ყოფილი შემტევი იყოფს მეცხრე ადგილს ლიონელ მესისა და დეზირე დუესთან ერთად. რაც შეეხება პსჟ-ს ყველა დროის საუკეთსო გოლეადორს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ასეთი არის კილიან მბაპე, რომელმაც 42 ბურთის შეგდება მოასწრო.
პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები ჩემპიონთა ლიგაზე
| ფეხბურთელი | გოლების რაოდენობა |
| 1. კილიან მბაპე | 42 |
| 2. ედინსონ კავანი | 30 |
| 3. ნეიმარ ჟუნიორი | 22 |
| 4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი | 20 |
| 5. ანხელ დი მარია | 14 |
| 6. უსმან დემბელე | 12 |
| 7. მარკინიოს კორეა | 11 |
| 8. ვიტინია ფერეირა | 10 |
| 9. ლიონელ მესი, ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე | 9 |
| 10. ჯორჯ ვეა, ეზეკილ ლავეცი, ნუნო მენდეში | 7 |









