ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა 2024 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების შესახებ ისაუბრა:
"2024 წელი იყო დაუვიწყარი წელი, წარმოუდგენელი ემოციებით. 2024 წელს განვიცადეთ განსაკუთრებული სიხარული და ბედნიერება, რომელიც ყველა ჩვენგანს ძალიან დიდხანს გაგვყვება. ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ასეთი მარტივი არ იყო, წლების განმავლობაში რთული გზა გამოვიარეთ, თუმცა ჩვენ გვჯეროდა ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, რა თქმა უნდა გულშემატკივრების მხარდაჭერით შევძელით, ამ წარმატების მიღწევა, თუმცა უფრო მეტი გვინდა, ნაკრებიც ამ განწყობითაა, ასევე U21 ევროპის ჩემპიონატი გველოდება და მჯერა არაერთხელ გავიხარებთ ქართული ფეხბურთის წარმატებით.
რაც შეეხება დღევანდელ დაჯილდოება, მინდა გიორგი მამარდაშვილს მივულოცო, მან ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, როგორც ეროვნულ ნაკრებში ასევე კლუბში. ძალიან დიდი პატივი და ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ხდები. ამიტომ თითოეულ გამარჯვებულს, მათ შორის წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელს, თეონა ბაქრაძეს მინდა მივულოცო ეს აღიარება," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია











