როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, იბერიას მთავარი მწვრთნელის პოსტი გია გეგუჩაძემ დატოვა.
დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იბერიას კვლავ ლევან კორღალიძე უთავკაცებს.
კორღალიძე იბერიაში რამდენიმე კვირის წინ მუშაობდა, თუმცა ევროტურნირებზე წარუმატებელი ასპარეზობის გამო, გუნდი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ იბერიას 52 ქულა აქვს და 25 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა.









