"5.5 მილიონი ევრო და კიდევ 1.5 მილიონი ბონუსის სახით. ეს არის თანხა, რომლის მიღება ქოჩორაშვილის ტრანსფერის სანაცვლოდ გვსურს. რა თქმა უნდა, თითოეული კლუბის მიზანია თავისი მოთამაშის რაც შეიძლება სარფიანად გაყიდვა, მაგრამ ჩემ მიერ დასახელებული თანხა ზუსტი და ადეკვატურია.
მეტიც, ეს არის გიორგის მინიმალური ფასი. მისი გაყიდვა მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, თუმცა ის ლევანტეში დარჩა. ქართველი შუახაზელის აგენტს შევთავაზეთ ახალი ხელშეკრულებას, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია", - განაცხადა "ბაყაყების" სპორტულმა დირექტორმა.











