პირველ ტაიმში მასპინძელმა გუნდმა უპირატესობა მალევე მოიპოვა, რასაც მალე ვოლფსბურგის მხრიდან წითელი ბარათიც მოჰყვა. შეხვედრის 28-ე წუთზე იენცმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ეს უპირატესობა კი ალონსოს გუნდმა მალე გამოიყენა. გრიმალდოს მორიგ საგოლე გადაცემას ტელას გოლი მოჰყვა, 1:0, ანგარიში გაიხსნა და "ფარმაცევტები" შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმი ლევერკუზენმა ისევ შეტევებით დაიწყო. მასპინძელმა გუნდმა არაერთი საინტერესო მომენტი შემოგვთავაზა, თუმცა მეორე გოლის გატანა მატჩის ბოლომდე ვერ მოახერხეს. 86-ე წუთზე კი თავი ვირცმა გამოიჩინა, 2:0 და მორიგი 3 ქულა.
ლევერკუზენის წაუგებელი სერია გრძელდება, ბაიერნთან უპირატესობა კი ისევ 10 ქულაა.











