"ლა დეას" მხრიდან სამივე გოლი გაიტანა ადემოლა ლუკმენმა, რომელმაც "ფარმაცევტების" რეკორდული 51-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს გუნდი ამ დრომდე იყო დაუმარცხებელი და მთლიანი სეზონის ასეთ ტემპში ჩასამთავრებლად მათ რჩებოდათ ორი მატჩი - ევროპა ლიგის ფინალი ატალანტასთან და გერმანიის თასის ფინალი კაიზერსლაუტერნთან.
ნიგერიელმა თავდამსხმელმა დაასრულა ლევერკუზენის ოცნება, რითაც ატალანტას თავის ისტორიაში პირველი ევროთასი მოაგებინა. ზოგადად კლუბის ისტორიაში კი ეს არის რიგით მეორე ტიტული, 1963 წელს მოპოვებული იტალიის თასის შემდეგ.











