"ჩაბი ალონსოს გარდა ჩვენ სხვა ლიდერების შენარჩუნებასაც ვაპირებთ. ეს არ არის ერთწლიანი პროექტი, ჩვენ აქ გაჩერებას არ ვაპირებთ. ბუნდესლიგის ტიტულის მოპოვება ახალი და დიდი ისტორიის დასაწყისი უნდა იყოს.
ფლორიან ვირცი? - როგორც ჩაბი, ისიც რჩება. მომდევნო სეზონში ფლორიანი ისევ ჩვენთან ერთად იქნება, ამის თაობაზე შეთანხმებას მის ოჯახთან უკვე მივაღწიეთ. კი, სიმართლეა, რომ ვირცის დამატება ტოპ კლუბებს სურთ, მაგრამ ის რჩება, როგორც მინიმუმ ერთი სეზონი ისევ ლევერკუზენისთვის შეუტევს.
მას საოცარი პოტენციალი აქვს, ვფიქრობ, ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს."











