ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოქმედი ჩემპიონის, საფეხბურთო კლუბ იბერია 1999-ის ფეხბურთელებთან შეხვედრა და კლუბის ახალი ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართა.
ჰიმნი სპეციალურად კლუბისთვის „ჰეიმა პროდაქშენმა“ შექმნა და კლუბის მხარდამჭერებს, მედიის წარმომადგენლებს და გულშემატკივრებს წარუდგინა.
კლუბი ამჟამად ინტენსიურად ემზადება უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.
8 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „იბერია 1999“ შვედურ კლუბს მალმიო-ს დაუპირისპირდება.
საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლისთვის კლუბმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა - გუნდს სლოვენიელი ნახევარმცველი შეუერთდა. ეს იბერიას რიგით მესამე დამატებაა ევროთასზე დებიუტის წინ.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიბერთი ბანკსა და „იბერია 1999“-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ლიბერთი, მიმდინარე სეზონის კლუბის გენერალური სპონსორია და აქტიურად უჭერს მხარს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მიზნების მიღწევას.
ტარიელ ხეჩიკაშვილი (იბერიას დამფუძნებელი და პრეზიდენტი): "საფეხბურთო კლუბ „იბერიასთვის“ „ლიბერთი“ ბანკთან პარტნიორობა განსაკუთრებულია. არამარტო ჩვენი კლუბისთვის, ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ამ ფორმით, ფინანსური ინსტიტუტი პირველად მონაწილეობს და გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ მოლოდინსაც კი გადააჭარბა, „ლიბერთის“ მხრიდან პარტნიორობისა და მხარდაჭერის ფორმატმა. წელს ყველა ცალსახად აღნიშნავს, მათ შორის ჩვენი მეტოქე გუნდების ფან-კლუბები, რომ განსაკუთრებით ორიგინალურია კლუბის მიმართ მხარდაჭერა გულშემატკივრებისგან, რაც გასვლით მატჩებშიც ნათლად ჩანს, რაშიც უდიდესი წვლილი კლუბის მთავარ პარტნიორ „ლიბერთი“ ბანკს მიუძღვის. მათ კონტრაქტის პირობების გარეშეც განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატეს კლუბის მიმართ და ყველა თამაშში იგრძნობა მათი თანადგომა.
ამას ძალიან ვაფასებთ, ფეხბურთელები და ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ეს თანადგომა გამარჯვებებით დაგვირგვინდეს, რასაც ძალიან წარმატებულად ვახერხებთ ლოკალურ ასპარეზზე. იმედია, ამას შევძლებთ საერთაშორისო ასპარეზზეც და ერთად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს ჩვენ შევქმენით ძალიან კარგი ფორმატი თანამშრომლობის და ამ სიკეთეს არა მარტო პირველი გუნდი, არამედ აკადემიაც, ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე, პირდაპირ იგრძნობს.
გარდა იმ თანამშრომლობისა, რომელიც თვალსაჩინოა, ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია ის თანადგომა, რომელსაც ბანკი იჩენს მინდორს მიღმა. მათ უამრავი შეთავაზება თუ საშუალება აქვთ „ლიბერთი“ ბანკის მხრიდან, რომ ფინანსური ცოდნა აიმაღლონ. მისასალმებელია, რომ ეს თანამშრომლობა მოედნის გარეთაც გრძელდება. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ სიკეთეს, როგორც პირველი გუნდის ფეხბურთელები ასევე, კლუბის ყველა თანამშრომელი იგრძნობს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ლიბერთის“. ეს არის ტრადიცია, რომელსაც ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი. დარწმუნებული ვარ, სხვა კლუბებიც მიბაძავენ ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება კლუბების პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი, რაც ხელს შეუწყობს ქართული საკლუბო ფეხბურთისგანვითარებას.“
კლუბის ახალი ოფიციალური ჰიმნი









