საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ბოლო მატჩი ლილსა და პსჟ-ს შორის შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 66-ე წუთზე ანგარიში ნუნო მენდეშმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა.
85-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ეთან მბაპემ ანგარიში გაათანაბრა და ლილს ქულა მოუტანა.
მოგეხსენებათ, ამ მატჩში ლუის ენრიკეს რამდენიმე ლიდერი ტრავმის გამო აკლდა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც.









