ცნობილმა ჟურნალისტმა, ფრანჩესკო მოდუნომ ნაპოლის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თანხის გამომუშავების მიზნით, "პარტენოპეის" უწევს გუნდის ლიდერების გაყიდვა, ისეთების, როგორებიც არიან ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი და ა.შ.
"ნაპოლი არის კლუბი, რომელსაც ყოველ ორ წელიწადში წამყვანი ფეხბურთელების გასხვისება უწევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგივე კვარას "პარტენოპეი" იუვეში, მილანში ან ინტერში არ გაყიდდა. მათ არ მოუგიათ და არც წაუგიათ, უბრალოდ საკმარისი ფული იშოვეს.
ამ ყველაფრის საპირისპირო მხარე არის ის, რომ ოსიმენი, ხვიჩა, რასპადორი, სიმეონე და კაპრილე "აძურიში" აღარ თამაშობენ. ჩვენ ვსაუბრობთ სოლიდურ კლუბზე, მაგრამ მის არსებობაში უდიდეს როლს ტრანსფერებიდან შემოსული ფული თამაშობს."









