სერია ა-ს 21-ე ტურში მილანის ინტერი ესტუმრა უდინეზეს, რომელიც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა ლაუტარო მარტინესმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 15 ბურთი დაუგროვდა. "ნერაძური" აღნიშნული მოგებით აგროვებს 49 ქულას და ლიდერობას ინარჩუნებს.
კრისტიან კივუს გუნდი თავის უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ მილანს უსწრებს ექვსი ქულით, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ მეზობლებს თავიანთი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ. "როსონერის" მოწინააღმდეგე შინ იქნება ლეჩე, 18 იანვარს.
უდინეზე 0:1 ინტერი
გოლი: ლაუტარო მარტინესი 20'.









