ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე - ეს არის ტრიო, რომელმაც პარის სენ-ჟერმენს თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული მოუტანა. ამის გარდა, აღნიშნული სამეულის მოთამაშეები შეადგენენ საფრანგეთის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა რიცხვს.
მათი სატრანსფერო ფასი არის 90 მილიონი ევრო და როგორც აღვნიშნეთ, მათზე ძვირადღირებული ლიგა 1-ში არავინაა. შემდეგ მოდიან ასევე პსჟ-ს მოთამაშეები: აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია ფერეირა და ჟოაო ნევეში - 80 მილიონი ევრო. დავუბრუნდეთ ქართველ ვინგერს, რომლის ფასი 5 მილიონით გაიზარდა.
ლიგა 1-ის ფარგლებს თუ გავცდებით, აღმოვაჩენთ, რომ ზოგადად ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რიცხვში პარიზელთა გარემარბი 20-24 პოზიციებს 5 მოთამაშესთან იყოფს. ფრანგი ვინგერების გარდა, 90 მილიონად ასევე შეფასებულები არიან ხულიან ალვარესი და მოიზეს კაისედო.
ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
| ფეხბურთელი | ფასი | გუნდი |
| ხვიჩა კვარაცხელია | 90 მილიონი ევრო | პსჟ |
| ოსმან დემბელე | 90 მილიონი ევრო | პსჟ |
| დეზირე დუე | 90 მილიონი ევრო | პსჟ |
| აშრაფ ჰაკიმი | 80 მილიონი ევრო | პსჟ |
| ვიტინია ფერეირა | 80 მილიონი ევრო | პსჟ |
| ჟოაო ნევეში | 80 მილიონი ევრო | პსჟ |









