Daily Mercato შეეხო ოლიმპიკის ძირითად პრობლემებს და ქართველი თავდამსხმელის უგოლო სერიასაც გამოეხმაურა -
"კლუბში ბევრი მაღალი დონის შემტევია, მაგრამ თითოეული მათგანი ცუდ ფორმაშია. 5 ტურის შემდეგ, მიქაუტაძეს გოლი არ გაუტანია. მის ანგარიშზე არის ბევრი გაფუჭებული მომენტი, მათ შორის 11-მეტრიანიც.
იგივე ითქმის ლაკაზეტზეც. მხოლოდ ორბანი ახერხებს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას. ფაქტია, რომ ლიონის ახალწვეულები გუნდს ვერ შეეწყნენ. ოლიმპიკზე უარყოფითად იმოქმედა ტაქტიკის ცვლილებამაც. თვალშისაცემია კრეატიულობის დეფიციტი შუახაზში", - წერს გამოცემა გუნდის შესახებ, რომელიც 5 ტურის შემდეგ, მე-14 პოზიციას იკავებს.
როგორც აღინიშნა, ქართველ თავდამსხმელს რონულ გუნდში გოლი ჯერ არ გაუტანია. ახალგაზრდა შემტევმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მოედანზე საერთო ჯამში 270 წუთი გაატარა. "ლომების" ამ კვირის განრიგი ასეთია: 26 სექტემბერს შინ მატჩი პირეოსის ოლიმპიაკოსთან ევროპა ლიგაზე და 29 სექტემბერს ისევ ლიგა 1, სტუმრად თამაში ტულუზასთან.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











