შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა 27-ე წუთზე გახსნეს. თავი ტრაორემ გამოიჩინა და ოსერი წინ გაიყვანა. პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის საჯარიმო დარტყმა ოსერის მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე სტასინმა ყველას აჯობა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
19 მატჩს შემდეგ, სენტ ეტიენს 18 ქულა აქვს, მე-14 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ზურიკო დავითაშვილის გუნდი ლილს ესტუმრება.









