ლიგა 2-ის მე-13 ტურში სენტ-ეტიენი პარიზის რედ სტართან გასვლაზე 1:2 დამარცხდა. სტუმრების მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც "წითელი ვარსკვლავების" კარი საჯარიმო დარტყმით აიღო. ახალგაზრდა ვინგერი საოცარ ფორმაშია, საფრანგეთის მე-2 დივიზიონის 12 შეხვედრაში ქართველ შემტევს უკვე 6 ბურთი დაუგროვდა.
"მწვანეების" ლიდერზე მეტი გოლი ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ამ მომენტისთვის მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი. ამის გარდა, ცხრამილიონიანი საბაზრო ფასით, 24 წლის ვინგერი საფრანგეთის მე-2 დივიზიონის რიგით მე-2 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე არის.
ობიექტურად, ფაქტია, რომ "ლე გრენას" 22-ე ნომერი ლიგა 2-ზე უფრო დიდ გამოწვევას იმსახურებს. საკმაოდ მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ დავითაშვილს გიშარის ბინადრები დაეტოვა ჯერ კიდევ გასულ აგვისტოს, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ვნახოთ, რა მოხდება იანვარში.









