"პირველად ლინგარდის შესახებ გავრცელებული სიახლე 2-3 კვირის წინ გავიგე. თავიდანვე ვიფიქრე, რომ ეს სიგიჟე იყო, დაჯერება არ შემეძლო. დღეს კი ჩვენს სპორტულ დირექტორს ვესაუბრე, რომელმაც ეს სიახლე დამიდასტურა და მითხრა, რომ ტრანსფერზე მართლა ვმუშაობთ. ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზე ვართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება შედგება", - კიმ ჯი-დონგი, სეულის მთავარი მწვრთნელი.
ლინგარდი 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თავისუფალი აგენტია. ამ დროის განმავლობაში, რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერავისთან მოხერხდა.









