არგენტინის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ლიონელ სკალონიმ ურუგვაისთან და ბრაზილიასთან ჩასატარებელი შეხვედრებისთვის 26 ფეხბურთელს უხმო. განაცხადში ვერ მოხვდა
ლიონელ მესი — როგორც გაირკვა, 37 წლის ფეხბურთელმა გასულ ღამეს, ატლანტა იუნაიტედთან კუნთის მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც ეროვნულ ნაკრებს მომდევნო მატჩებში ვერ დაეხმარება.
იხილეთ არგენტინის 26-კაციანი განაცხადი:

არგენტინა ურუგვაისთან 22 მარტს, თბილისის დროით 03:30 საათზე ითამაშებს. ხოლო რაც შეეხება ბრაზილიასთან დაპირისპირებას, ეს მატჩი 26 მარტს, 04:00 საათზე გაიმართება.