გიორგი მიქაუტაძე სატრანსფერო ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია, თუმცა ამის მიუხედავად, ლიონის ოლიმპიკი მის გაყიდვას არ გეგმავს. ფრანგული პრესის მტკიცებით, ქართველი ფორვარდის სხვა კლუბში ტრანსფერი გამორიცხულია, რადგან პაულო ფონსეკა მომავალ სეზონში მას შეტევის ლიდერად ხედავს.
"მიქაუტაძით ინტერესდებიან იტალიური, გერმანული და თურქული გუნდები, თუმცა ამის მიუხედავად, ოლიმპიკ ლიონი მის გაყიდვას არ განიხილავს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ჟორჟის გასხვისებით, რონელებს სოლიდური თანხის მიღება შეუძლიათ.
ფონსეკა ქართველ თავდამსმხელზე დიდ იმედებს ამყარებს. სწორედ ის უნდა გახდეს "ლომების" ლიდერი ლაკაზეტის წასვლის შემდეგ. ჟერლანის ბინადრების ფორვარდი შედეგიანი იყო გასულ სეზონშიც, რომელშიც მან 47 შეხვედრაში გაიტანა 17 ბურთი და 11 ასისტი გააკეთა."









