ფრანგულ კლუბში საჟის გაშვებას რამდენიმე ტურის წინაც განიხილავდნენ, თუმცა ფრანგ სპეციალისტს კიდევ ერთი შანსი მისცეს. ლიონისთვის სამწუხაროდ, 45 წლის მწვრთნელმა სიტუაცია ვერ გამოასწორა და გუნდის ცუდი სათამაშო ფორმა კიდევ უფრო გახანგრძლივდა. ლიონი ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ, 30 ქულით, მე-6 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება ევროპა ლიგას, ფრანგულ კლუბს 7 ტურის თავზე, 14 ქულა აქვს.
56 მატჩი, 33 გამარჯვება, 9 ფრე და 14 მარცხი - ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება პიერ საჟი ლიონს.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ფრანგ სპეციალისტს ლიონში მილანის ყოფილი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა შეცვლის. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს დღეებში მოაგვარებენ.









