რონული გუნდის გეგმაში იყო რაიან ჩერკის სარფიანად გაყიდვა, თუმცა მან ფულჰემში გადასვლაზე უარი განაცხადა. უკანასკნელი ინფორმაციით, არის შანსი იმისა, რომ ფრანგი გამთამაშებელი რომის ლაციოში აღმოჩნდეს. ცხადია, მხოლოდ თავისი აღზრდილი ფლეიმეიქერის გაყიდვით, "ლომები" ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაში ჟერლანის ბინადრებმა მეციდან დაიბრუნეს გიორგი მიქაუტაძე, რომლის სანაცვლოდაც 18.5 მილიონი გადაიხადეს. ქართველი ფორვარდი თავის დროზე სწორედ ლიონის აკადემიაში თამაშობდა, მაგრამ გაკრვეული მიზეზების გამო, საფეხბურთო კარიერის დაწყება სხვა კლუბში მოუწია.











