ლისანდრო მარტინესს მუხლზე ოპერაცია უახლოეს საათებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს. არგენტინელი 2024/25 სეზონში ვეღარ ითამაშებს.
Premier League
ლისანდრო მარტინესის უმძიმესი ტრავმა — ბოლო ინფორმაცია ინგლისიდან

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ცენტრალური მცველის, ლისანდრო მარტინესის ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ოფიციალურად გახდა ცნობილი. არგენტინელი ფეხბურთელი ტრავმის გამო, მინიმუმ 7-8 თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთლმა დაზიანება პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, კრისტალ პალასის წინააღმდეგ მიიღო, როდესაც მარჯვენა ფეხზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.








