რუბენ ამორიმი სპორტინგში 2020 წლიდან მოყოლებული მუშაობს, რა დროშიც 4 ტიტულის მოგება მოახერხა: პორტუგალიის ჩემპიონატი, 3-ჯერ პორტუგალიის თასი და ერთხელაც - სუპერ თასი. როგორც ცნობილია, 39 წლის სპეციალისტის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა, დაახლოებით €20 მილიონი, წერია. ამის შესახებ მერსისაიდულ კლუბში კარგად იციან, თუმცა პორტუგალიური კლუბი მზადაა ამორიმი ბევრად ნაკლებ თანხად გაუშვას. საუბარია €10-12-მილიონიან გარიგებაზე.
Premier League
ლივერპული-ამორიმი: მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან

ლივერპულში ახალი ერა იწყება - იურგენ კლოპის შემდეგ მერსისაიდულ კლუბს, დიდი ალბათობით, რუბენ ამორიმი ჩაიბარებს. ინგლისური კლუბი 39 წლის სპეციალისტს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. მხარეები ბოლო საათებია მუდმივ კონტაქტზე არიან და დიდი ალბათობით, შეთანხმებაც მალე შედგება.









