კლოპის გუნდიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ლივერპულმა ინგლისის ასოციაციის თასზე, ნორვიჩი 5-2 გაანადგურა და წაუგებელი სერია 10 მატჩამდე გაზარდა. ბოლო 17 შეხვედრაში კი გუნდმა მხოლოდ 1 მატჩი წააგო.
ლივერპული პრემიერ ლიგას 48 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მანჩესტერ სიტი იმყოფება, რომელსაც 43 ქულა აქვს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ჩელსის, პოჩეტინოს გუნდი ცხრილის შუაში, მე-9 ადგილზე იმყოფება. ლონდონურ გუნდს 21 მატჩში 31 ქულა აქვს.
გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან, 3 მატჩი ფრედ დასრულდა (1-1, 0-0, 0-0), ერთი მატჩი ლივერპულმა მოიგო (0-1), ერთიც კი ჩელსიმ (0-1).
ლონდონური კლუბი ამ შეხვედრას სათასო დაპირისპირებების შემდეგ ხვდება - პოჩეტინოს გუნდმა ჯერ მიდლსბროს მოუგო 6-1 და ინგლისის ლიგის თასის ფინალში გასვლა შეძლო, სადაც სწორედ ლივერპული ელოდება, შემდეგ კი ასოციაციის თასზე ასტონ ვილასთან ფრეს დასჯერდა, 0-0.
ეს მატჩი გუნდებისთვის პატარა მოთელვა იქნება, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 25 თებერვალს, ლივერპული და ჩელსი ინგლისის თასის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ჩელსის ლივერპულთან გასვლაზე 2020 წლის შემდეგ არ წაუგია - ლონდონური კლუბს, ენფილდზე ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ორი წაგება აქვს. ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ჩელსი ცხრილში წინ წაიწია და საკმაოდ კარგ ფორმაშიც შევიდა, შესაბამისად აქვთ მიზეზი, რომ შუა კვირაში ოპტიმისტურად იყვნენ კლოპის გუნდის წინააღმდეგ განწყობილი.
გუნდების დანაკლისი: ლივერპული ისევ მო სალაჰის გარეშე იქნება, ეგვიპტელს ტრავმა აქვს. გუნდს ვერ დაეხმარება ვატარუ ენდოც, რომელიც აზიის თასზე ასპარეზობს. ტრავმები აქვთ ციმიკასს, ბაიცეტიჩსა და ტიაგო ალკანტარას, თუმცა ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღეა ვარჯიში განაახლა და არის შანსი ჩელსისთან განაცხადში მოხვდეს.
რაც შეეხება სტუმარ გუნდს, პოჩეტინო ამ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება - ჯეიმსი, ფოფანა, ჩალობა, ლავია, კუკურელია, სანჩესი, უგოჩუკვუ, ყველა მათგანი ტრავმირებულია. რაც შეეხება ნიკოლას ჯექსონს, ფეხბურთელი აფრიკის თასზე იმყოფება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლივერპული: ალისონი, არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი, ჯოუნსი, მაკ ალისტერი, გრავენბერხი, ჟოტა, ნუნიესი, დიასი
ჩელსი: პეტროვიჩი, დისასი, ტიაგო სილვა, ბადიაშილე, ჩილველი, კაისედო, ენცო ფერნანდესი, გალაგერი, პალმერი, მადუეკე, სტერლინგი
მატჩი თბილისის დროით 1-ელ თებერვალს, 00:15 საათზე გაიმართება.

![ლივერპული - ჩელსი [პრევიუ]](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FkDOuL4YhXIKC6V5lUQTHm3bDqhXPnLFP.webp&w=3840&q=75)







