ლივერპული ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებულია! — ტოტენჰემთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, არნე სლოტის გუნდმა ტიტული ოფიციალურად გაინაღდა. ენფილდზე გამართულ შეხვედრაში მერსისაიდელებმა ლონდონელებს არც მეტი, არც ნაკლები 5 გოლი გაუტანეს და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ჩემპიონობა იზეიმეს.
ენფილდის ბინადრებმა პრემიერ ლიგა ბოლოს 2019/20 სეზონში მოიგეს, წელს კი არნე სლოტის გუნდმა საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა და ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.
ლივერპული 5-1 ტოტენჰემი
გოლები: 0-1 დომინიკ სოლანკე 12', 1-1 ლუის დიასი 16', 2-1 ალექსის მაკ ალისტერი 24', 3-1 კოდი გაკპო 34', 4-1 მო სალაჰი 63', 5-1 დესტინი უდოჯი (ს.კ.) 69'.









