"დაიბრუნებს თუ არა ლივერპული მამარდაშვილს? ამის თაობაზე 100-პროცენტიანი დასტური არ მიმიღია. ალისონის დარჩენის შემთხვევაში, ახალგაზრდა გოლკიპერს კვლავ იჯარით გაუშვებენ. ყველაფერი დამოკიდებულია ბეკერზე და არ გამოვრიცხავ იმას, რომ ის "წითლების" შემადგენლობაში მართლაც დარჩეს.
გიორგი არ დათანხმდება სათადარიგო მეკარის როლს, მითუმეტეს სეზონში, რომლის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. დიახ, ამ ეტაპზე ვალენსიას გოლკიპერის იჯარით გაშვება უფრო რეალური ვარიანტია, ვიდრე მისი მერსისაიდში დაბრუნება", - განაცხადა ბრიტანელმა ჟურნალისტმა.











