პრემიერ ლიგის მე-14 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ენფილდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლივერპული-სანდერლენდის დაპირისპირება იხილა. იმის მიუხედავად, რომ არნე სლოტის გუნდმა წინა ტურში მარტივი გამარჯვება მოიპოვა და დღევანდელ შეხვედრას შედარებით კარგ ხასიათზე შეხვდა, მერსისაიდელებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს საინტერესო ვერაფერი დაუპირისპირეს და ქულები კიდევ ერთხელ დაკარგეს.
საბოლოო ჯამში გუნდებმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს და ქულები გაიყვეს. ლივერპულს ამ ტურის შემდეგ 22 ქულა მოუგროვდა, რითაც დროებით მე-8 პოზიციაზე გადასვლა მოახერხა. რაც შეეხება სანდერლენდს, "შავმა კატებმა" 23 ქულას მოუყარეს თავი და მე-6 პოზიციამდე აღზევდნენ.
ლივერპული 1-1 სანდერლენდი
გოლები: 0-1 ჩემსდინ ტალბი 67', 1-1 ნორდი მუკიელე (ს.კ.) 81'.









