ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, აჰმედ ჰოსამ მიდომ მოჰამედ სალაჰის ლივერპულში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეგვიპტელი ფორვარდი არ იმსახურებს კრიტიკას, განსაკუთრებით, მერსისაიდელთა ვეტერანებისგან, როგორიც ჯეიმი კარაგერია.
"დროა, რომ სალაჰმა ლივერპული დატოვოს. როდესაც მწვრთნელი კარგავს შენს მიმართ ნდობას, მდგომარეობის გამოსწორება ძალიან რთული ხდება. დიახ, მო უნდა წავიდეს მერსისაიდიდან, მაგრამ მან ეს ლამაზად უნდა გააკეთოს. ის არის კლუბის ლეგენდა, რომელმაც "წითლებისთვის" ბევრი რამ გააკეთა.
კატეგორიულად არ ვეთანხმები კარაგერს, რომელმაც ეგვიპტელი თავდამსხმელი ასე მწვავედ გააკრიტიკა. მასაც უთამაშია ფეხბურთი და კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მითუმეტეს, ჩვენ ვსაუბრობთ ენფილდის ბინადრების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე. "









