პრემიერ ლიგის 32-ე ტურის კიდევ ერთ მატჩი ენფილდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლივერპულისა და ვესტ ჰემის დაპირისპირება იხილა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, მეტიც, არნე სლოტის გუნდს "ჩაქუჩების" დამარცხება ძალიან გაუჭირდა.
ლივერპულიდან გოლების გატანა ლუის დიასმა და ვირჯილ ვან დაიკმა მოახერხეს. ერთი გოლი საკუთარ კარში ენდრიუ რობერტსონმა შეაგდო.
არნე სლოტის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 76 ქულა მოაგროვა, რითაც პრემიერ ლიგის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. რაც შეეხება ლონდონურ კლუბს, ვესტ ჰემი 35 ქულით, მე-17 პოზიციაზე დარჩა.
ლივერპული 2-1 ვესტ ჰემი
გოლები: 1-0 ლუის დიასი 18', 1-1 ენდრიუ რობერტსონი (ს.კ.) 86', 2-1 ვირჯილ ვან დაიკი 89'.
მატჩის მიმოხილვა
სხვა მატჩები:
ვულვზი 4-2 ტოტენჰემი
ჩელსი 2-2 იფსვიჩი









