ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, ლივერპულმა ენფილდზე კრისტალ პალასს უმასპინძლა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში ალექსანდერ ისაკმა 35-ე წუთზე გახსნა და მასპინძლები დააწინაურა, რასაც ზუსტად 5 წუთში ენდრიუ რობერტსონი გოლი მოჰყვა და ლივერპული შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. 71-ე წუთზე, დანიელ მუნიოსმა ერთი ბურთი გაქვითა, 96-ე წუთზე თავი ფლორიან ვირცმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.
ლივერპული 3-1 კრისტალ პალასი
გოლები: 1-0 ალექსანდერ ისაკი (35'), 2-0 ენდრიუ რობერტსონი (40'), 2-1 დანიელ მუნიოსი (71'), 3-1 ფლორიან ვირცი
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ლივერპულს 58 ქულა აქვს, მე-4 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდა. მომდევნო ტურში არნე სლოტის გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს ესტუმრება.









