ლივერპულის ექს-გარემარბმა, ჯერმეინ პენანტმა თავისი ყოფილი გუნდის კრიზისზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გუნდის შედეგები გამოსწორდება მას შემდეგ, რაც მერსისაიდელებს ალისონ ბეკერი დაუბრუნდებათ. შეგახსენებთ, მის არყოფნაში ინგლისური კლუბის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს.
"ვერც კი წარმოგიდგენიათ, თუ როგორ სჭირდება ლივერპულს ალისონი. დღეს, ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ბრენტფორდის მე-2 ბურთის ეპიზოდში ბეკერს სახიფათო ზონიდან ბურთი უკვე მოშორებული ექნებოდა. მის მიმართ პრესინგი არასდროს მოქმედებს.
დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ბრაზილიელი მეკარე დაბრუნდება, მერსისაიდელთა შედეგები გაუმჯობესდება. მოუთმენლად ველი "წითლების" გოლკიპერის დაბრუნებას."









