პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ტოტენჰემისა და ლივერპულის დაპირისპირება იხილა.
ტომას ფრანკის გუნდი ამ შეხვედრას არც ისე კარგ ფორმაში შეხვდა, ხოლო არნე სლოტის გუნდი 5-მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩავიდა ლონდონში.
33-ე წუთამდე მოედანზე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ იყო ჩავი სიმონსის წითელი ბარათი, რამაც მატჩის ბედი თავიდან ბოლომდე შეცვალა — მეორე ტაიმში ლივერპულმა მასპინძლებს ორი გოლი გაუტანა და მორიგი 3 ქულა მოიპოვა.
არნე სლოტის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 29 ქულა მოაგრივა, რითაც ჩელსის გაუთანაბრდა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ტოტენჰემს, ტომას ფრანკის გუნდი 22 ქულით, მე-13 პოზიციაზე დარჩა.
ტოტენჰემი 1-2 ლივერპული
გოლები: 0-1 ალექსანდერ ისაკი 56', 0-2 უგო ეკიტიკე 66', 1-2 რიშარლისონი 83'.
მატჩის მიმოხილვა









