პრემიერ ლიგის მე-18 ტურის კიდევ ერთი მატჩი ენფილდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლივერპული-ვულვზის დაპირისპირება იხილა. არნე სლოტის გუნდი ამ შეხვედრას ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა, ხოლო რაც შეეხება "მგლებს", თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ რობ ედვარდსის გუნდი ჩემპიონშიპში გასავარდნად განწირულია, შესაბამისად, ყველა მერსისაიდელების გამარჯვებას ელოდებოდა.
ლივერპულიდან თავის გამოჩენა რაიან გრავენბერხმა და ფლორიან ვირცმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ახალ გუნდში პირველი გოლის გატანა შეძლო.
არნე სლოტის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 32 ქულა მოაგროვა, რითაც დროებით მე-4 პოზიციაზე გადასვლა შეძლო.
ლივერპული 2-1 ვულვზი
გოლები: 1-0 რაიან გრავენბერხი 41', 2-0 ფლორიან ვირცი 42', 2-1 სანტიაგო ბუენო 51'.
მატჩის მიმოხილვა









