ლივერპულის საკუთრებაში მყოფმა და ამსტერდამის აიაქსში განათხოვრების წესით მოთამაშე მეკარემ, ვიტეზსლავ იაროშმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჩეხი გოლკიპერის მიზანია მერსისაიდში დაბრუნება და ძირითადში ადგილის დამკვიდრება. შეგახსენებთ, "წითლებს" ამ პოზიციაზე ალისონ ბეკერი და გიორგი მამარდაშვილი ჰყავთ.
"რთული სათქმელია, როდის ვიქნები მზად იმისთვის, რომ ლივერპულის პირველი მეკარე გავხდე. მათ ჰყავთ ალისონი და მამარდაშვილი, რომელთათვისაც კონკურენციის მოგება რთულია, მაგრამ ჩემი მიზანი სწორედ ეს არის. როგორც კი ამას მივაღწევ, შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვიფიქრებ."
ჩეხი მეკარე მერსისაიდული გუნდის აღზრდილია და გასულ სეზონში მან ორი მატჩიც ჩაატარა. ერთი წლით ადრე, ახალგაზრდა კარის დარაჯი "წითლებმა" იჯარით გაუშვეს შტურმ გრაცში, მიმდინარე სეზონში კი როგორც აღვნიშნეთ, ჩეხეთის ეროვნული გუნდის გოლკიპერი "ებრაელებში" თამაშობს.









