დღეს, ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურის მატჩს ქალაქ მილანში გამართავს — არნე სლოტის გუნდის მეტოქე საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი კრისტიან კივუს ინტერი იქნება.
მერსისაიდული კლუბი ამ საკმაოდ პრინციპულ დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება. მო სალაჰის არ ყოფნის გარდა, ლივერპულის განაცხადში ვერ მოხვდა კოდი გაკპოც, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და როგორც არნე სლოტმა განაცხადა, რამდენიმე კვირას იუქმებს.
ლივერპულის განაცხადში არ იქნება ფედერიკო კიეზაც, რომელიც ინტერთან მატჩს გაციების გამო გამოტოვებს.
შეგახსენებთ, ინტერი-ლივერპულის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.









