ლივერპულის ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა უკმაყოფილება გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის წილისყრასთან დაკავშირებით. ვეტერანი ინგლისელი უკანახაზელის პრეტენზიები ეხებოდა მერსისაიდელთა გასავლელ გზას, რომელიც მისი აზრით, მანჩესტერ სიტის გრაფიკზე ბევრად რთულია.
"ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფაზის გასულ სეზონში გავიდა პირველ ადგილზე, მერვედფინალში კი პარის სენ-ჟერმენი შეხვდა. წელს, მერსისაიდელები გავიდნენ მე-3 პოზიციაზე და უბრალოდ შეხედეთ სავარაუდო მოწინააღმდეგეებს: იუვენტუსი, ატლეტიკო, გალათასარაი და ბრიუგე.
სად არის "წითლებისთვის" ის შეღავათი, რომელიც ლიგის ფაზაში წამყვანი ადგილის დაკავებას გულისხმობს? ერთადერთი გუნდი, რომელსაც უმართლებს სულ, სიტი არის. ავიღოთ თუნდაც ასოციაციის თასი, ფინალში გასვლა შეუძლიათ ისე, რომ მოწინააღმდეგეებად ქვედა ლიგების კლუბები ჰყავდეთ."
შეგახსენებთ, რომ ენფილდის ბინადრების მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირდაპირ მანჩესტერული გუნდიც მოხვდა. "ქალაქელთა" პოტენციური მოწინააღმდეგეები არიან რეალი, ინტერი, ბენფიკა და ბოდო გლიმტი.









