ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ვეტერანი მცველი გარი ნევილი ლივერპულის ცუდ ფორმას ეხმაურება.
მოგეხსენებათ, მერსესაიდელებმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადეს.
"სანამ არნე სლოტი ბრედლის და კერკეზის არ გაუშვეს და მათ მარცხენა და მარჯვენა მცველებად გაამწესებს, სულ ასეთ შედეგს მივიღებთ.
ასეთ შემთხვევაში, ნახევარდაცვის ხაზი ყოველთვის დაუცველი იქნება და გუნდს სულ ექნება იმის მოლოდინი, რომ კონკრეტულ თამაშს წააგებს", - განაცხადა ნევილმა.
მოგეხსენებათ, კონორ ბრედლი ლივერპულის აღზრდილია და ამ გუნდის ყველა ასაკობრივში თამაშობდა, კერკეზი კი მათ გასულ სეზონში ბორნმუთიდან იყიდეს.









