ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მეორე მატჩში, ლივერპულმა ენფილდზე გალათასარაი მიიღო და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.
ანგარიში 25-ე წუთზე სობოსლაიმ გახსნა და შესვენებაზე სლოტის გუნდი მცირე უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევრის სტარტზე, 52-ე წუთზე ეკიტიკემ სხვაობა ორამდე გაზარდა, რასაც ზუსტად 1 წუთში გრავენბეხის გოლი მოჰყვა. 62-ე წუთზე, თავი სალაჰმაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში, 4-0 დააფიქსირა.
ლივერპული 4-0 (4-1) გალათასარაი
გოლები: 1-0 სობოსლაი (25'), 2-0 ეკიტიკე (52'). 3-0 გრავენბეხი (53'), 4-0 სალაჰი (62')
დღევანდელი მატჩების შედეგები
ბარსელონა 7-2 (8-3) ნიუკასლი
ბაიერნი 4-1 (10-2) ატალანტა
ტოტენჰემი 3-2 (5-7) ატლეტიკო
ლივერპული 4-0 (4-1) გალათასარაი
ამრიგად, დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი და ტურნირის ჩემპიონობისთვის ბრძოლას 8 კლუბი აგრძელებს.
ცნობილია 1/4 ფინალური ეტაპის წყვილებიც
პსჟ V ლივერპული
რეალი V ბაიერნი
ბარსელონა V ატლეტიკო
სპორტინგი V არსენალი









