ლივერპულის ერთ-ერთ ლიდერს, მოჰამედ სალაჰს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ამ ეტაპზე მის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მერსესაიდული კლუბის ხელმძღვანელობა 32 წლის ეგვიპტელი შემტევის შეცვლაზე უკვე მუშაობს და ორი მთავარი კანდიდატი შერჩეული ჰყავს.
ამ ეტაპზე, სალაჰის შემცვლელთა სიაში ორი ფეხბურთელია, რომლებიც გერმანიის ბუნდესლიგაში ასპარეზობენ — აინტრახტისა და დორტმუნდის შემტევები, ომარ მარმუში და კარიმ ადეიემი.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი ლივერპულის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და კლუბის მაისურით ჩატარებულ 359 შეხვედრაში, 217 გოლი გაიტანა და 94 საგოლე გადაცემა გაიფორმა.
Premier League
ლივერპულმა მოჰამედ სალაჰის პოტენციური შემცვლელები შეარჩია









