ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ლუის დიასის გოლის შემდეგ, მეორე ნახევრის სტარტზევე კი ბრუნო ფერნანდეშმა წონასწორობა აღადგინა.
კობი მეინუმ მოგვიანებით "ეშმაკები" წინ გაიყვანა, თუმცა მატჩის მიწურულს წონასწორობა ამჯერად მერსისაიდელებმა აღადგინეს, მოჰამედ სალაჰის 11-მეტრიანის წყალობით.
"წითლები" აგროვებენ 71 ქულას და ლონდონის არსენალთან 1-2 ადგილებს იყოფენ, მესამე პოზიციაზე კი მანჩესტერ სიტია, რომელიც ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება.











