Liverpoolworld-მა ლივერპულის თავდასხმაში არსებულ პრობლემებს სტატია მიუძღვნა. ინგლისური გამოცემა თვლის, რომ თანამედროვე ფეხბურთში ინდივიდუალური ოსტატების დეფიციტია, ისეთების, როგორიც ხვიჩა კვარაცხელია არის. ბრიტანელები იმასაც წერენ, რომ მერსისაიდულ გუნდს სწორედ ქართველი ვინგერის მსგავსი მოთამაშე სჭირდება.
"თანამედროვე ფეხბურთში ინდივიდუალისტი და თავისუფალი სტილის მოყვარული შემსრულებლების დეფიციტია. შემტევებს უწევთ დამრიგებელთა დავალებების შესრულება და სისტემის ნაწილად ყოფნა. იშვიათი გამონაკლისი არის კვარა და ლივერპულს სწორედ ასეთი მოთამაშე სჭირდება.
გასაკვირი არ არის, რომ მერსისაიდელები ინტერესდებიან დიომანდეთი, ვისაც თამაშის სტილით სწორედ ხვიჩას ადარებენ. მოწინააღმდეგეებისთვის იანი არის ნამდვილი კოშმარი, რადგან ძალიან მრავალფეროვანი მოთამაშეა."









