ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტოფ დიუგარიმ გააკრიტიკა ლივერპული, მიზეზი - ჟერემი ჟაკეს ტრანსფერი რენიდან, 72 მილიონის სანაცვლოდ. ფრანგი ექს-ფორვარდის პრეტენზია ეხებოდა მერსისაიდელებისა და ზოგადად ინგლისური კლუბების ფულის ხარჯვას სატრანსფერო ბაზარზე.
"ჟაკეს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ, ის მართლაც კარგი ფეხბურთელია. უბრალოდ რენი...სიტყვები არ მყოფნის, ლივერპულის სახით, იპოვეს სულელები, რომლებსაც 72 მილიონი გადაახდევინეს. სიგიჟეა ის, რაც ფეხბურთში ხდება.
მერსისაიდელები და სხვა ინგლისური გუნდები ფლანგავენ უამრავ ფულს, ჩვენ კი თავს ვიტყუებთ, თითქოს ეს ნორმალურია. მინდა ეს განუკითხაობა დასრულდეს. "









